,,...შევიდა მეჩონგურე გალავანში და გაჰყვა ვარდ-ყვავილებით მოფენილ გზას. ბაღის მცველმა პირცეცხლიანმა გველეშაპმა ადამიანის სუნი იყნოსა, დააღო პირი და შესაჭმელად გამოქანდა. მეჩონგურეს წასასვლელი აღარსაითა აქვს, ხედავს, თავდება იმისი სიცოცხლე და მზეთუნახავის სიყვარულიც და თავისი თავიც ოხრად რჩება. ბოლოს გულში თქვა, - მოდი, სიკვდილის წინ ერთხელ კიდევ დავუკრავ ჩემს ჩონგურს, ერთხელ კიდევ დავამღერებ და მერე რაც მომივა, მომივიდესო. ჩამოჰკრა ჩონგურს და ზედ სიმღერაც დააყოლა. ისევ დაიხარა ხეები, დადუმდნენ წყარონი და ნადირ-ფრინველიც ისევ შეიკრიბა. უცბად პირდაღებული გველეშაპიც შედგა, აწეული ყბა ძირს დაუშვა, ნელ-ნელა თავიც ჩამოიღო და ჩასისხლიანებული თვალებიდან ცრემლები ჩამოსცვივდა.
მეჩონგურემ დაასრულა სიმღერა, უკანასკნელად შეათრთოლა ჩონგურის ლარი და დაჩუმდა. დადგა გველეშაპის წინ თავდახრილი და ბედისწერას მორჩილად დაელოდა, გველეშაპმა თვალები გაახილა და მეჩონგურეს დანდობილად შეხედა, მერე შემობრუნდა, მოწყვიტა უკვდავების ვაშლი და გაუწოდა. მეჩონგურე გველეშაპისაგან ამას არ მოელოდა და შეკრთა..."
,,ჭაბუკნო,შეიმოსეთ ნათლის სამოსი"...,რადგან უკვდავების ვაშლი მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.
No comments:
Post a Comment