ვაშლი,ხილი- ხე ცნობადისა ბოროტისა და კეთილისა



მას შემდეგ, რაც წითელი ვაშლი გაგორდა, ყველა ცოდნის შესაძენად გარბის.საცოდავ ადამს კი მწვანე ვაშლი ერგო წილად.,,ადამ ჭამა ხილი,რომელ არღარა მწიფე იყო." გადმოცემით, თურმე გოლგოთაზე(ადამიანის თავის ქალას,რომ ნიშნავს),ადამის საფლავზე, დაღვრილმა სისხლმა გამოისყიდა კაცობრიობის ცოდვა.გვიჩვენა გზა გადარჩენისა,ტყავის სამოსიდან ნათლის სამოსისაკენ მიმავალი.
ვაშლი რაღაცით დედამიწას ჰგავს.ელიფსის ფორმა აქვს და მრგვალია.ვაშლი მწვანე მაშინ რჩება, როცა ჩრდილოეთით,უმზეო ადგილზე აბია ხეს.დრო-ჟამი კი,ხან წაღმა ბრუნავს,ხან უკუღმა.ცხოვრება დაცემისა და წამოდგომის გამოცანაა.სიყვარული კი ვერტიკალურია,თანაც ბრუნვადი.მას ხომ მამოძრავებელი და მაცოცხლებელი ძალა აქვს.
წითელი ვაშლი გაგორდა და მთელი კაცობრიობა დღემდე ამ ვაშლს მისდევს.

No comments: